LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს

36

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენების გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

“შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსის არსებული სახით ამოქმედება დეცენტრალიზაციას კიდევ უფრო შეაფერხებს და შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ის ცვლილებები, რაც თვითმმართველობის მიმართულებით ხორციელდება, ეს არის იმ რეფორმების გაჩერება, უკან შეტრიალება. აქ არ არის საუბარი 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე, აქ არის საუბარი კიდევ ათობით და ასობით სხვა სრულფასოვანი თვითმმართველობის მქონე დასახლებულ პუნქტებზე უარის თქმაზე. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ყველაფერი არ იქნება დაყვანილი ტექნიკურ-პოლიტიკურ მკლავის გადაწევაზე,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები