LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არასოდეს გავუკეთებ ერდოღანს ჩაის” – ამ ფრაზის გამო კაფეტერიის პატრონი დააკავეს

31

ოპოზიციური თურქული გაზეთის Cumhuriyet კაფეტერიას მფლობელი დააკავეს, მას პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, შელონ ბურანმა საჯაროდ განაცხადა, რომ არასოდეს ცხოვრებაში პრეზიდენტ ერდოღანისთვის ჩაის არ მოამზადებს.

ბურანის დასაკავებლად კაფეტერიაში 10-მდე პოლიციელი სამი ჯავშნიანი მანქანით მივიდა.

ბურანის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნათქვამი არ უნდა განიხილონ შეურაცხყოფად.

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ოთხწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები