LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს მიფიქრია წვერიანი მამაკაცის როლის შესრულებაზე“ – ქეით ბლანშეტი „მანიფესტოს“ შესახებ

75

ჯულიან როუზფელდტის ხმაურიანი ნამუშევარი – „მანიფესტო“ 8 ივნისიდან დიდ ეკრანებზე გამოვიდა, მთავარ როლს მასში ქეით ბლანშეტი ასრულებს, რომელსაც 13 პერსონაჟის განსახიერება უწევს. ფილმი თავისი შინაარსით და იდეით უნიკალურია და მასში ცნობილი ვარსკვლავის ნახვა მასწავლებლის, პანკის, ქვრივის, ქორეოგრაფის, უსახლკაროს, ახალი ამბების წამყვანისა და სხვა როლებში არის შესაძლებელი.

„როდესაც მთავარი როლი შემომთავაზეს, საოცრად შეშინებული ვიყავი. არა იმიტომ, რომ იქ მხოლოდ მანიფესტები იყო, არამედ იმიტომ, რომ იქ მხოლოდ მე ვიყავი. ეს იყო ჯოჯოხეთი, საოცარი ჯოჯოხეთი. ერთი შეხედვით აბსურდული და სასაცილოც კი. ყოველ დღე სხვადასხვა კოსტიუმებთან, გმირთან, გრიმთან და ტექსტთან მქონდა შეხება. შესვენების დროსაც არ გამოვდიოდი როლიდან. გადაღებები სულ 12 დღე გაგრძელდა, აქედან 11 დღე მე მიღებდნენ, რაც უჩვეულოდ კარგი იყო.

გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე გრიმიორებისა და დიზაინერების ჯგუფს შევხვდით და იმ მომენტიდან მათ მივენდე, რადგან თავისი საქმე ყველაზე კარგად იციან.

ყველაზე მეტად ოჯახური ვახშმის სცენა გამიადვილდა, რადგან კომპანიონობა ჩემმა მეუღლემ და შვილებმა გამიწიეს. ისინი ძალიან კონცენტრირებულები იყვნენ თავისი საქმის მიმართ“.

კითხვაზე, რომელია მისი საოცნებო როლი, ბლანშეტი პასუხობს: „არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ჩემთვის როლი – ეს არის დიალოგი ვისთანაც მუშაობ. აზრი არ აქვს ვიოცნებო იმაზე, რომ მაგალითად ჰამლეტის როლის შესრულება მინდა, კონკრეტულ როლებს არ ვეძებ. თუმცა არასოდეს მიფიქრია წვერიანი მამაკაცის როლის შესრულებაზე, სახეზე საჭმლის ნარჩენებით, სწორედ ასეთია „მანიფესტოს“ ერთ-ერთი პერსონაჟი. ნებისმიერი წინადადება მისასალმებელია“, – განაცხადა ქეით ბლანშეტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები