LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს უღალატო ოცნებას: მესის შესახებ გულისშემძვრელი მულტფილმი გამოუშვეს (ვიდეო)

187

„ლიოს გული“. Gatorade-მ გამოუშვა ლეო მესის 4-წუთიანი მულტიბიოგრაფია, რომელიც აუცილებლად შეგძრავთ.

სპორტული სასმელების მწარმოებელმა Gatorade-მ ანიმაციური ფილმი წარადგინა სახელწოდებით „ლიოს გული“.

მასში ნაჩვენებია „ბარსელონას“ ფეხბურთელის საკვანძო პერიოდები – დებიუტი არგენტინულ ფებურთში, შეხვედრა ექიმთან და საუბარი ზრდის ჰორმონზე, კატალონიაში გადასვლა, ზრდა „ბარსას“ გუნდებში, აღიარება და ჯილდოები.

სასოწარკვეთის მომენტში პატარა ლიონელთან მიდის მისი ზრდასრული მოჩვენება, აძლევს ბურთს და ურჩევს: „არასოდეს უღალატო ოცნებას. იმიტომ, რომ თუ გაქვს ოცნება, შენ ვერავინ შეგაჩერებს“.

მულტფილმში ირიბად ნაჩვენებია მომენტი, როდესაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესიმ კარში ვერ მოარტყა. შემქმნელებმა გადაკვრით აღნიშნეს, რომ დარტყმისას ბურთს ღმერთმა სპეციალურად შეუბერა, რომ ლეოს გაეფუჭებინა.

არგენტინელი იტანჯებოდა და მაშინ მასთან მივიდა ბავშვი-მესის მოჩვენება და უთხრა: „თუ გაქვს ოცნება, შენ ვერავინ შეგაჩერებს“.

ფილმი გააკეთა არგენტინულმა მულტიპლიკაციურმა სტუდია Gizmo Animation-მა.

როგორ ითამაშა ლეომ რუსეთის ახლახან დასრულებულ მუნდიალზე ამას ალბათ შეხსენება არ სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები