LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვან შვილსა და ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

28

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 2 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.მ.-მ ნასვამ მდგომარეობაში საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს.

“დ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2 ეპიზოდი ) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით  საპატიმრო გირაო – 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით განუსაზღვრა,” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები