LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის ცემისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

33

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 სექტემბერს,  დაახლოებით 23:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ეჭვიანობის ნიადაგზე 14 წლის შვილის თანდასწრებით მეუღლეს სცემა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა კ.ს 3 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული  სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები