LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

48

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე მისმა ადვოკატმა განაცხადა. დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის ბრალდებულს მიმალვაში მიეხმარა, სიცრუეა.

“თენგიზ კალანდია აღიარებს დანაშაულს. მას ბრალად სისხლის სამართლის 375-ე მუხლი აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს და სასჯელად  1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას მტკიცებულების განადგურებაზე ბრალი არ აქვს წაყენებული. თუ ვინმეს გონია, რომ კალანდიამ ხელი შეუშალა გამოძიებას, პირიქით, ყველამ იცოდეს, რომ მან ხელი შეუწყო გამოძიებას. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ის ბრალდებულს მიეხმარა მიმალვაში, სიცრუეა. დახმარება არ ნიშნავს, რომ შვილი სახლში მიიყვანო და მას მეგობარი ახლდეს”,- განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები