LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მაკრატლის თემით სპეკულირება ხდებოდა – მამუკა ვასაძე

86

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მაკრატლის თემით სპეკულირება ხდებოდა. ამის შესახებ ვასაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ იმ თემებზე ისაუბრა, რომელთა შესახებაც საზოგადოებასა და მედიაში კითხვები გაჩნდა.

„კითხვები შეეხებოდა ფარდულს, დანის გაღუნვისა და მაკრატლის თემას, რომელზეც ექსპერტები სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამდნენ, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნას, ჭრილობებს. მედიაში გავრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფარდული საგამოძიებო დანაყოფებმა დაანგრიეს. მოვისმინე პასუხი, რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და პროცესუალურადაც, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე, ეს პასუხი გავეცი საზოგადოებას. მოვისმინე დანის გაღუნვასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს იყო საექსპერტო კვლევის მეთოდიკის შესაბამისად და არ იყო ვიღაცის ხელოვნურად მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის განხორციელებული. ამასაც ამ ფორმით გავეცი პასუხი. მაკრატელთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მაკრატლით მოხდა დაჭრა. ხდებოდა ამ თემით სპეკულირება საზოგადოებაში. ბუნებრივია, მოვისმინე, რომ მაკრატელი იყო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი. დაკითხული იყო ამასთან დაკავშირებით პირველადი სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ეს მაკრატელი და ესეც დადასტურებული იყო,“ – აღნიშნა ვასაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. კომისიის წევრების კითხვებს უსვამენ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძეს, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილს, ქალაქ თბილისის პროკურორ მალხაზ კაპანაძესა და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები