LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პატიმრობა კიდევ სამ პირს შეეფარდა

35

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ კალანდია. რაც შეეხება დანარჩენებს,სასამართლომ 21 წლამდე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო არასრულწლოვანი მშობლის მეთვალყურეობაში გადასცა.

პროკურატურა სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, ერთი არასრულწლოვნის (17 წლის) მიმართ – მეთვალყურეობა, ხოლო 21 წლის ბრალდებულის მიმართ – გირაო.

როგორც პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, ხუთივე პირს ბრალად ედება  დანაშაულის დაფარვა, მათგან სამი სრუწლოვანი პირია, ორზე მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები