LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა შორის დანაშაული მომატებული არ არის – ნათია მეზვრიშვილი

86

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, განცხადებით, ზოგადად, არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის.

ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ და, მეორე მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს და ჩვენ პრევენციის მიმართულებით გავაქტიურდებით, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ ძალოვანმა უწყებებმა და განათლების სამინისტრომ ერთობლივი უწყებათაშორისი კომისია შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები