LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნებზე ძალადობისთვის ბაღის აღმზრდელის თანაშემწე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

175

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ  ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც  იგი იატაკზე დააგდო.  ასევე დადგინდა, რომ მან 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

‘ე.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები