LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27

შსს-ს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით, თბილისში 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა. არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თავად გამოეტანა ტელეფონი. აღნიშნულის შესახებ შეიტყო ბრალდებულმა, მივიდა არასრულწლოვანთან და თანხა გამოართვა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის თაობაზე მამას აცნობა. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ნ.ვ. არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

სამართალდამცველებმა ნ.ვ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს”,-აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის პირველი ნაწილით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები