LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, მაგრამ ბრალდებებზე გიპასუხებთ – მამუკა ბახტაძე ოპონენტებს მიმართავს

72

წარმოდგენილ პროგრამაზე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მნიშნელოვანი შენიშვნა,”- ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ოპონენტებს ბრალდებების საპასუხოდ მათი 9 წლიანი მმართველობის პერიოდი შეახსენა და იქვე აღნიშნა, რომ წარსულზე საუბარი არ სურს.

“უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისეთი ბრალდება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, დაწყებული იმით, რომ ვითომ აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება და ვერ შევიდა რკინიგზაში კონკრეტული დასკვნის დასადებად. 2017 წელს აქვს მას ეს დასკვნა გაკეთებული და შეგიძლიათ იხილოთ, ან ის, რომ ვითომ საქართველოში ჩვენ გავაუარესეთ საგადასახადო ტვირთი, ამაზეც დამატებით მოგახსენებთ შემდეგ.

ნამდვილად პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებით, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ის 9 წლიანი მმართველობის პერიოდი არ არის ორიენტირი, რაზეც ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი და ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო წარსულზე და მინდა ვისაუბრო მომავალზე, იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაც ჩვენ ქართველ ხალხს უნდა გავუკეთოთ, მაგრამ როცა ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორც ეს იყო გუშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ გიპასუხებთ, თუ რა სტატისტიკა გქონდათ მაშინ ჩვენს წინამორბედებს და ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი უნდა მიიღოს ისე როგორც რეალურად არის, მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, მთავარი ფოკუსია მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები