LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ადარდებს გინდა თუ არა ზაზას ავტოგრაფი: ფაჩულიას დურანტი გამოექომაგა

168

ESPN San Antonio-ს რადიოს წამყვანმა კრის მინინკსმა “ინსტაგრამში” მოჰყვა, რომ “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა “სპურსთან” მატჩის მესამე და მეოთხე შესვენებების დროს ახალგაზრდა ფანს ავტოგრაფი მისცა.

მინინკსმა თავისი პოსტი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “ზაზას ფანი არ ვარ, მაგრამ…”

ეს არ მოეწონა “უორიორსის” ფორვარდ კევინ დურანტს და დაუწერა: “ვის ადარდებს, ფანი ხარ თუ არა. ესენი ფიქრობენ, რომ იყო ფანი, რაღაც სამსახურია, რომელსაც სარგებელი მოაქვს”.

 

 

 

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები