LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ჰქონდეს განცდა, რომ დაუსჯელი დარჩება – ირაკლი სესიაშვილი ტატუნაშვილის საქმეზე

33

“არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება, უბრალოდ დროის საკითხია,” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო გამოიყენებს ყველა მექანიზმს, რათა ოკუპანტს პასუხი მოეთხოვოს.

“ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რომ ოკუპანტს მოეთხოვოს პასუხი და ასევე, ჰქონდეს პრევენციული ხასიათი. ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება. რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, ასევე დანაშუალზე, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

“როცა უკუპანტის მიერ ხდება თხრილების გაკეთება, ჩვენი მხრიდან უპირისპირდება პოლიტიკური თხრილი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების და არა მხოლოდ, აგრესიულ ქმედებებს აფასებს, როგორც არასწორს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად. სამწუხარო ფაქტია, როცა მავთულხლართები ივლება და თხრილები კეთდება. მიუღებელი მოქმედებაა 21-ე საუკუნეში,” – აღნიშნა სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები