LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ხუშტურებს არ ემსახურება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა – ირაკლი კობახიძე

56

“აქ გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, ხუშტურები და ა.შ. არავის ხუშტურებს ეს არ ემსახურებოდა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

“ეს რომ იყოს ხუშტურები, ჩვენ გადავიდოდით არაპირდაპირ არჩევნებზე მომდევნო, 2018 წელს. თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა სწორედ ჩვენ 2018 წელს.  2014 წელს ანუ შვიდი წლის თავზე,  საპრეზიდენტო არჩევნების, ბუნებრივია, ვერ შეგვეშინდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები