LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი ფუფუნება – ექსკურსია მარკ ცუკერბერგის სახლში

173

ბევრი დარწმუნებულია, რომ მარკ ცუკერბერგი – პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, სხვა შეძლებულების მსგავსად ფუფუნებაში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა სინამდვილეში, Facebook-ის შემქმნელი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.

 

სულ ცოტა ხნის წინ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა და ახალი გამოგონება – ჭკვიანი სახლი „ჯარვისი“ წარმოადგინა.

ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას, მარკმა ერთგვარი ექსკურსია მოაწყო საკუთარ სახლში.

მილიარდერ ცუკერბერგის მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი, საოცრად მოკრძალებულია სახლი რადიკალურად განსხვავდება დონალდ ტრამპის გადატვირთული აპარტამენტებისგან.

არავითარი ფუფუნება, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი!

კალიფორნიის პატარა ქალაქ პალო-ალტოში, მარკი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლი 7 მლნ. დოლარად შეიძინა, ინტერიერი კი, თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში შეინარჩუნა.

მარკმა და პრისცილამ უარი თქვეს ფუფუნებით ცხოვრებაზე და სახელი ფილანტროპიით გაითქვეს. წყვილი ფულს არა მდიდრული ნივთების შეძენაზე, არამედ ქველმოქმედებაში ხარჯავს.

2010 წელს ცუკერბერგი მილიარდერ უორენ ბაფეტის და ბილ გეიტსის საქველმოქმედო კომპანიას  „წყალობის ფიცი“ შეუერთდა.

წყვილი 45 მლნ. დოლარის – Facebook-ის აქციების 99 %-ის ქველმოქმედებაში დახარჯვას გეგმავს.

უზარმაზარი ქონების მიუხედავად, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა შეძლო სამართლიანობის, პატიოსნების შენარჩუნება და ბევრი სხვა შეძლებული ადამიანის მსგავსად არ აღმოჩნდა საკუთარი სიმდიდრის ტყვეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები