LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი სელფები მეგან – აკრძალვების სია, რომლებიც მარკლიმ უნდა გაითვალისწინოს

256

სამეფო ოჯახში ყოფნას, დიდებასთან ერთად, ბევრი აკრძალვა და შეზღუდვა მოჰყვება. გთავაზობთ აკრძალვების სიას, რომელიც უინძორების ოჯახის ახალ წევრს ეხება.

  1. სელფების დაპოსტვა.


მირორის ცნობით, დედოფალი სელფების ფანი არ არის. აკრძალვის მთელი იდეაც ამაში მდგომარეობს.

2. საშოპინგოდ, ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მარტო წასვლა.

OK-ს ცნობით, მეგანს, გარეთ გასვლისას ირგვლივ ყოველთვუს ქალებისგან შემდგარი დაცვის გუნდი ეყოლება.

3. სოციალური ქსელების პირადი მოხმარებისთვის გამოყენება.

მეგანმა, რომელიც ერთ დროს, ქსელების აქტიური მომხმარებელი იყო, ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე, სოციალური ქსელები გააუქმა.

4. ბრიტანეთის არჩევნებში მონაწილეობა.

ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ სამეფო ოჯახს, არჩევნებში მონაწილეობას კანონი არ უკრძალავს, ეს არაკონსტიტუციურია. მარკლის ასევე არ შეეძლება საჯაროდ პოლიტიკაზე ან სოციალურ საკითხებზე საუბარი.

5. მუქი ფრჩხილის ლაქის ტარება.

დედოფალი ძალიან ფრთხილია, ფრჩხილის ლაქის შერჩევისას, ის ღია, გამჭვირვალე ტონს ანიჭებს უპირატესობას. მას შემდეგ რაც მარკლიმ, პრინცი ჰარის შეთავაზება მიიღო, ის ნეიტრალურ ტონებს არჩევს.

6. ავტოგრაფების დარიგება.

მეგანს, ავტოგრაფების დარიგება ეკრძალება, რადგან ეს ხელმოწერის გაყალბების რისკს ზრდის.

7. დედოფალზე ადრე დაძინება.

როდესაც მეგანი და დედოფალი ერთსა და იმავე ადგილზე დარჩებიან, ცუდ ტონად ჩაითვლება, თუ მეგანი დედოფალზე ადრე წავა დასაძინებლად.

8. მოკლე ტანსაცმლის ტარება.

 

მეგანს ეკრძალება მოკლე შორტების, ქვედაბოლოების ტარება. ფაქტია, რომ რაც ჰარიზე დაინიშნა, ის უფრო კონსერვატიულად იცვამს.

9. სამსახიობო კარიერის გაგრძელება.

მარკლიმ, რომელიც სერიალ Suits-ში 7 წლის განმალობაში მონაწილეობდა, ნოემბერში განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებებია და ეს უბრალოდ ახალი თავია.

10. ფეხი-ფეხ გადადებული ჯდომა.

გამოცემა, “სანის” ცნობით, ლედი უნდა იჯდეს ფეხებმიტყუპებული ან კოჭებგადაჯვარედინებული. ეს იმისთვის, რომ არ მოხდეს, სხეულის ამ ნაწილის “გამოფენა”. ეს წესი ცნობილია, როგორც Duchess Slant.

ამ ყველაფერს გაუმკლავდები მეგან?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები