LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი წინაპირობა, რომ ეს ხელისუფლება დათმობაზე წავა, არ არის – ლევან თარხნიშვილი

69

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის, განცხადებით, ოპოზიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს. როგორც მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, იმის წინაპირობა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა, არ ჩანს.

„არავითარი წინაპირობა იმის, რომ ეს ხელისუფლება დათმობაზე წავა, არ არის. ჩვენი მხრიდან უკვე მრავალჯერ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია დაფიქსირებული, ეს ეხება საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არა როდესმე, არამედ 2020 წელს, ერთხელ და სამუდამოდ. ამის კომპონენტია მანდატების სამართლიანი გადანაწილება. მეორე საკითხი ეს არის პრეზიდენტის არჩევა, აქ ჩვენ გარკვეულწილად კომპრომისს ვთავაზობთ, რომ მოდით, ხალხს დავეკითხოთ და ხალხმა თავად გადაწყვიტოს, უნდათ რომ აირჩიონ პრეზიდენტი პირდაპირ, თუ აირჩიონ გაურკვეველმა ხმოსნებმა,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები