LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთი ასტროლოგი არ გეტყვით იმას, რომ ღმერთის არ სწამს…“

243

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ეხმაურება „პრაიმშოუს“ ახალი გადაცემის ანონსს, სადაც საუბარია ასტროლოგიის შესახებ. ის ამბობს, რომ არც ერთი კარგი ასტროლოგი არ იტყვის იმას, რომ ღმერთის არ სწამს. გთავაზობთ სოფია ბზეკალავას სტატუსს:

„ოთხშაბათს „პრაიმ შოუში“ მთავარი თემაა ასტროლოგია. ძალიან ბევრი ადამიანი ვინც არ არის ჩახედული ასტროლოგიაში, მცდარად თვლის, რომ ასტროლოგები ურწმუნეობი ვართ ან არ გვჯერა ღმერთის არსებობის. რეალურად კი, არც ერთი კარგი ასტროლოგი არ გეტყვით იმას, რომ ღმერთის არ სწამს. რელიგია და რწმენის საკითხები ზოგადად სენსიტიური თემაა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ერთ რამეს ვიტყვი – ასტროლოგიის ცოდნამ მე პირადად, კიდევ ერთხელ მომცა საშუალება, სიღრმისეულად გამეაზრებინა მთავარი ქრისტიანული ფასეულობები – სიკეთე, გულმოწყალება, მიმტევებლობა, ტოლერანტულობა, სულგრძელობა. ღმერთისკენ მისასვლელი გზა ყველას სხვადასხვაგვარი აქვს, მთავარია, რომ ბრმად კი არ ვიწამოთ, შინაგანად გავიაზროთ ჩვენი რწმენა და რაც მთავარია, მისი მეშვეობით უკეთესები გავხდეთ. ასტროლოგია კი ერთ-ერთი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და დავრწმუნეთ კიდევ ერთხელ და ათასჯერ იმაში, რომ სამყარო კანონზომიერია და რასაც გავცემთ, ყველაფერი ბუმერანგული პრინციპით გვიბრუნდება უკან.

პ.ს გადაცემის ჩაწერისას პირადად გავიცანი ჩემი არაჩვეულებრივი კოლეგა, ბატონი მიხეილ ცაგარელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და უსაყვარლესი მამა ბართლომე, რომელიც გადაცემაში “ოპონირებას” გვიწევდა და რომელთანაც ბევრი ვისაუბრეთ ეთერს გარეთაც. სხვათა შორის, ძალიან ამაყობდა იმით, რომ ზოდიაქოს ნიშნით არის ვერძი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები