LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთი კერა არ გაღვივებულა: ბორჯომში ცოცხალი ძალა განახევრდა

32

ბორჯომის ხეობაში სტიქიის ბოლომდე აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა სხვადასხვა სექტორზეა განაწილებული, მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი.

მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი იყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, არსად, არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ხეობაში შს სამინისტროს 300-მდე თანამშრომელია, სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს იგივე რაოდენობის თანამშრომლები ჰყავს; ასევე, ადგილზე  ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები მუშაობენ.

ჩვენ, პრაქტიკულად, გავანახევრეთ ის ცოცხალი ძალა, რომელიც ზონაში გვყავდა. ჩვენმა სტუმრებმა და კოლეგებმა დილით უკვე დატოვეს ტერიტორიამათ დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის.  რეგიონში 600-700 კაცამდე ვრჩებით “, – აცხადებს მღებრიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები