LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ: ნარმანია კარგი ბიჭია, უამბიციო

142

დღევანდელი პრესა მოახლოებულ თვითმართველობის არჩევნებსა და მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას. მაგალითად, „რეზონანსი“ წერს, რომ ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი სავარაუდოდ ისევ დავით ნარმანია იქნება. „ოცნებამ“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ მერობის კანდიდატებს – ნარმანიასა და კალაძეს რეიტინგებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ამიტომ შესაძლოა არჩევნებზე ისევ დავით ნარმანია დაასახელონ. ნარმანიას სასარგებლოდ ის ფაქტორი მუშაობს, რომ მას პოლიტიკური ამბიცია არ გააჩნია, – წერს „რეზონანსი“.

აქვე „რეზონანსი“ მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებების თემასაც უბრუნდება და ცდილობს დაადგინოს ცვლილებები არჩევნებამდე მოხდება თუ არჩევნების შემდეგ. მოსალოდნელ ცვლილებებს რეზონანსთან მმართველი გუნდის წევრები არც ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ. რაც შეეხება პრემიერ მინისტრის შეცვლას, ასეთ მოლოდინი მათ არა აქვთ. ექსპერტები კი ამბობენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ დასახელებულ კანდიდატებს არ აქვთ პიროვნული რეიტინგი, შესაბამისად გადანაცვლებით შედეგი ვერ მიიღება.

სააკაშვილის საყრდენი ივანიშვილმა ”თავზე დაასვა”

სასამართლო სფეროა მთავარი განსახილველი თემა ”ახალი თაობისთვის”. აქ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ, რომელიც მოსამართლეებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სააკაშვილის საყრდენი ივანიშვილმა ქვეყანას ”თავზე დაასვაო.” ზაზა ხატიაშვილს ლევან მურუსიძე პასუხობს, რომლის პასუხიც ასევე ”ახალ თაობაშია” გამოქვეყნებული.
დავასრულოთ თუ საერთოდ მოვაშოროთ

„რეზონანსიდან“ შეიტყობთ, რომ აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის ფაქტზე ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს სასამართლომ ახალი ბრალი წაუყენა. კანონის თანახმად ვანო მერაბიშვილს 3-წლიანი სასჯელი 2 წლამდე დაუვიდა, ხოლო ზურაბ ადეიშვილს 2-წლიანის ნაცვლად 1,5 სასჯელი განესაზღვრა.

ასევე „რეზონანსი“ ინტერესდება რიყეზე არსებული თეატრის ბედით. ე.წ. ”ტრუბების” შენობა მერიამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, თავად ეკონომიკის სამინისტროში კი არ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაასრულებენ თეატრის მშენებლობას, თუ რიყეზე ე.წ. ”ტრუბების” დემონტაჟი მოხდება.


რომელი სამინისტროები უშვებენ თანამშრომლებს

გაზეთი ”ახალი თაობა” სამინისტროებიდან თანამშრომლების გაშვების თემით ინტერესდება და წერს, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივის შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში გაჟღერდა და საბიუჯეტო სახსრების 10% შემცირებას ითვალისწინებდა, 5 სამინისტროდან 2 300 თანამშრომლის გაშვება მოხდა. აქედან ყველაზე მეტი თავდაცვის სამინისტრომ გაუშვა – 2,250, 20 – საჯარო მოხელე ლტოლვილთა სამინისტროდან, 17 – ინფრასტრუქტურიდან, 11 – კულტურის სამინისტროდან, ხოლო 2 – საგარეო საქმეთა სამინისტროდან. კვლევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები