LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები გურიაში დარღვევებით მიმდინარეობს – ადგილობრივი მედია

100

გურიაში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„გურიანიუსის” ცნობით, ლანჩხუთში სარჩევნო პროცესს მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებიან. ისინი თითქმის ყველა სარჩევნო უბნის პერიმეტრზე იმყოფებიან და ინფორმაციას აგროვებენ. პიროვნებები მედიასთან კონტაქტს ერიდებიან და არჩევნების პროცესზე დაკვირვების ფაქტს უარყოფენ.

რეგისტრატორთა უყურადღებობაზე საუბრობს ოზურგეთში №60 საოლქო კომისიაში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი. კახა ჩავლეიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს სხვისთვის განკუთვნილ გრაფაში შესთავაზეს ხელის მოწერა.

ცესკოს მონაცემებით, 12 საათისთვის გურიაში ამომრჩეველთა 22,9%-მა მისცა ხმა.