LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები რუსეთში: უფასო საკვები და დილიდანვე გავსებული ურნები

70

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპრეზიდენტო კანდიდატების უმეტესობამ საკუთარი არცევანი უკვე დააფიქსირა.

მათმა უმეტესობამ სატელევიზიო კომენტარებიც გააკეთეს.

„ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი შედეგი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების უფლებას მომცემს. მე დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების პროგრამა, რომელსაც ხალხს ვთავაზობ, სწორია,“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბაზე, ამომრჩევლებს უფასო საკვებით უმასპინძლდებიან და მაღაზიებში ფასდაკლების ვაუჩერებს ჩუქნიან.

ინტერნეტში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც დაეჭვების საბაბს იძლევა.

ამ ვიდეოში ჩანს, როგორ ყრის მამაკაცი ურნაში სავარაუდოდ საარჩევნო ბიულეტინებს.

 

https://www.facebook.com/ulia.krepkova/videos/1449173295193307/

ამ ფოტოზე კი ჩანს, რომ ურნებში დროსთან შეუსაბამო რაოდენობის ბიულეტინები ყრია.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=145348126287659&set=a.111294383026367.1073741828.100024374174229&type=3&theater

წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

არჩევნებში პუტინთან ერთად 7 კანდიდატი მონაწილეობს. გამარჯვების შემთხვევაში ეს ვლადიმერ პუტინის მეოთხე 6 წლიანი მმართველობის ვადა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები