LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არჩევნების გაყალბებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო – თანამშრომლებს გათავისუფლებით ემუქრებიან”

86

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნების გაყალბებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

მისი თქმით, მერიაში თანამშრომლებს, ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების მიტანას აიძულებენ.

გოცირიძე წერს, რომ გარდა საჯარო მოსამსახურეებისა, ზეწოლის ქვესაა მერიის შპს-ების თანამშრომლებიც.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ პარტიაში ამ პრობლემის გამო, უამრავი ადამიანი რეკავს.

“ოცნებამ არჩევნების გაყალბებაზე ზრუნვა უკვე აქედანვე დაიწყო. მერიაში და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლებს ოჯახის წევრების პირადობის ნომრისა და გვარ-სახელის მოტანას აიძულებენ.

საჯარო მოსამსახურეები არ იკმარეს და მერიის შპს-ებსაც შეესივნენ. მხოლოდ თბილისში არის ასეთი დაახლოებით 50 შპს-დაწყებული სატრანსპორტო მომსახურებით, დამთავრებული დასუფთავებით.

უამრავი ადამიანი რეკავს პარტიაში. ყველას ეშინია საკუთარი ვინაობის გამჟღავნების. ამ წუთას მელაპარაკა ნაცნობი. თუ დამიცავთ, საჯაროდაც ვიტყვიო. არ მივიტანე ოჯახის წევრების მონაცემები და დამემუქრა უფროსი განთავისუფლებითო.

იმ უფროსს ვეუბნები, ნარმანიასაც და ამ საქმის მთავარ ორგანიზატორს, კალაძეს, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება ისჯება, არჩევნების გაყალბება მძიმე დანაშაულია. ჰო და მოგიწოდებთ, სასწრაფოდ შეწყვიტოთ ეს უმსგავსო კამპანია. დაიმახსოვრეთ-დაისჯებით!” ,– წერს რომან გოცირიძე.

პოპულალურები