LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების წელია და ახლა გაახსენდათ დებატების ფორმატი – სერგო რატიანი

82

ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით პოლიტიკურ დებატებს, თუმცა, ამას გაურბოდა უმრავლესობა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” დებუტატმა, სერგო რატიანმა, განაცხადა.

ის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების რეჟიმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მოახლოებულ საპრეზოდენტო არჩევნებს უკავშირებს.

“როგორც ჩანს, ახლა არის არჩევნების წელი და ახლა გაახსენდათ ეს ფორმატი. რასაკვირველია პარლამენტში უნდა იყოს დებატები ამ დროს, როცა არის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ბევრი თემაა, რომელიც მოითხოვს გარკვევას იგივე პოლიტიკური დევნის საკითხები, ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები. მუხთარლის საქმე და შეწყალების საქმე”- აღნიშნა რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები