LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების წინ პოლიტიკურ კონტექსტზე გავლენას საკონსტიტუციო ცვლილელები ახდენდა – “სამართლიანი არჩევნები”

58

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს მიმოხილვა წარადგინა.

უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ, ისაუბრა იმ ძირითად ტენდენციებზე, რაც არჩევნების წინ პოლიტიკურ კონტექსტზე ახდენდა გავლენას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც მეტწილად ინკლუზიურად დაიწყო, მაგრამ, ბენიძის თქმით, ივნისის ბოლოს ერთგვარ ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილების 2024 წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებასა და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია მედიაგარემო და ის ცვლილებებიც, რომელიც ნაციონალურ მაუწყებლებში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობდა.

„სამართლიანი არჩევნები“ თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუწევს. უწყებით ცნობით, 24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეგში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები