LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებში ერთი ხმით კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა გაიმარჯვა

94

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 1 ხმით კიდევ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა. გამარჯვებული ამჯერადაც ოპოზიციის წარმომადგენელია.

ფაქტი მესტიაში საკრებულოს არჩევნების #2 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ლერი კვიციანმა, თავისი ერთადერთი კონკურენტი “ქართული ოცნებიდან“, თინათინ კუზანაშვილი, ზუსტად ერთი ხმით დაამარცხა.

კუზანაშვილმა 212 ხმა მიიღო, ხოლო ლერი კვიციანმა – 213.

შეგახსენებთ , რომ ასევე ერთი ხმით გაიმარჯვა თიანეთში თამაზ მეჭიაურმა. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეჭიაურმა მერის პოსტი „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები