LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 39 სუბიექტმა გამოთქვა, თანხმობა ჯერჯერობით 35-ს აქვს  

84

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 38 პოლიტიკურმა გაერთიანებამ  და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა(ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა).

თუმცა, ელისაშვილს, როგორც მერობის კანდიდატს, რეგისტრაციისთვის ხელმოწერები სჭირდება, რომლის შეგროვებისთვის  ვადა 31 აგვსიტოს იწურება.

ცესკოს ინფორმაციით,  28 აგვისტოს შედეგებით, 39  განაცხადიდან 35 პოლიტიკური სუბიექტი უკვე დარეგისტრირებულია, 2 პოლიტიკური სუბიექტი კი  რეგისტრაციის  პროცესში იმყოფება.  ეს პარტიებია:  „საქართველოს კომუნისტური პარტია“ და „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“.

ცესკოსთვის წარდგენილი განაცხადებიდან,  ორ პოლიტიკურ გაერთიანებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. მათგან ერთი „ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის”  პარტიაა, უარის მიზეზად დოკუმენტების არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენა სახელდება. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა „გირჩსაც“. ცესკოს ინფორმაციით „გირჩმა“ხარვეზების შესწორების მიზნით მხარდამჭერთა სიები  არ წარადგინა .

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის განაცხადების წარდგენის  ვადა 30 აგვისტოს იწურება.

პოპულალურები