LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებზე პარტიამ იდეური მხარდამჭერები შეიძინა – გიორგი ვაშაძე

39

“ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან პარტიამ იდეური მხარდამჭერები შეიძინა,“ – ამის შესახებ „ერთობა – ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა.

პოლიტიკური პლატფორმა მხარდამჭერებს  კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, რათა საერთო ძალებით დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პარტიის მიერ დამუშვებულ ინოვაციურ პროექტებზე.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ადამინების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ “ერთობა- ახალი საქართველო” სწორ გზაზე დგას.

“ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან “ერთობა – ახალმა საქართველომ” ამ არჩევნებზე იდეური მხარდამჭერები შეიძინა. ჩვენ მხარი დაგვიჭირა საშუალო კლასმა, რომელიც არის აზრის შემქმნელი და მთავარი ღერძი ნებისმიერი ქვეყნის განვითარების. თითოეულ მათგანთან გვინდა, გვქონდეს კომუნიკაცია, რომ საერთო ძალებით ინტენსიურად ვიმუშოთ. ამ ხალხის მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვართ სწორ გზაზე,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები