არჩილ მეფარიძის, არჩილ ნიჟარაძის, ნეკა სებისკვერაძის, „მგზავრების“  „ქუჩის ბიჭების“ „ფორტეს“ კონცერტი ბორჯომში

99

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 13  აგვისტოს, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის ბაღისა და იუსტიციის სახლის მიმადებარე ტერიტორიაზე არჩილ მეფარიძის, არჩილ ნიჟარაძის, ნეკა სებისკვერაძის და ჯგუფების „მგზავრები“  „ქუჩის ბიჭები“ „ფორტე“ კონცერტი გაიმართება. დასაწყისი 20:00 საათზეა.

აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

„Check in Georgia”-ს ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი.

პროექტის „Check in Georgia“ განხორციელების მიზანი წლის განმავლობაში ქვეყნის კულტურულ ცენტრად გადაქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვაა; ასევე ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები