LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: “ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო აუცილებლად გადავა უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე”

73

ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო აუცილებლად გადავა უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის იდეა არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, რომ თავი ქუდში აქვთ.
“ქვეყანა აუცილებლად გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე… ”ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ბარიერის დაწევის იდეა არ მოეწონება, რადგან ჰგონიათ, რომ დღეს, როცა პარლამენტში არიან და გაყოფილი ”ნაციონალური მოძრაობის” ხმებით ფრაქციის შექმნის უფლება მოიპოვეს, თავი ქუდში აქვთ ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები