LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: დამატებითი ფრაქციების შექმნა განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება

25

დამატებითი ფრაქციების შექმნა განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობაში დაგეგმილი ორი ახლი ფრაქციის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

„ფრაქციების შექმნის საკითხს გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. უკვე რამოდენიმე თვეა, ჩვენ დამატებითი ფრაქციების შექმნაზე ვმუშაობთ. დღესდღეობით ოპოზიციას პარლამენტში იმდენივე ფრაქცია აქვს, რამდენიც მმართველ გუნდს, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ბუნებრივია ჩვენს ინტერესში შედის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით სამუშაო პროცესი გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ, ჩვენი თანაგუნდელების მობილობა და მეტი ჩართულობა უზრუნველვყოთ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ამ მიზნების შესრულების პირდაპირ უკავშირდება. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, საგაზაფხულო სესიაზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ინტერესი არის, რომ 2018 წლიდან მეტად პროაქტიულ დღის წესრიგზე გადავიდეს. ჩვენ იანვრისა და თებერვლის პერიოდს გამოვიყენებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივები და ის თემები დავამუშავოთ, რომლითაც საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით. დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება. ფრაქციების შემთხვევაში, დაფინანსება პარლამენტარებთან არის მიბმული. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარები ფრაქციებს ქმნიან ეს დაფინანსება მათ მიჰყვება, რეალურად ორი დამატებითი ფრაქციისთვის დაფინანსების ალოკაციამოხდება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი იყო. როგორ ხდება ფრაქციების დაფინანსება, რეგლამენტში პირდაპირ არის გაწერილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები