LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

49

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ.

თალაკვაძის თქმით, ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ მუშაობს განათლების სისტემა, რამდენად კონკურენტულ ცოდნას აძლევს ის მომავალ თაობას.

„ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ზოგავს ყველანაირ ხარჯს და შვილები კერძო სკოლაში მიჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ კერძო სკოლა დღეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, უფრო მეტის გაკეთება უწევს შედეგი რომ გააუმჯობესოს და პედაგოგებს მეტი გადაუხადოს, შექმნას მეტი მოტივაცია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალმა თაობამ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენოს, გთავაზობთ, საჯარო სკოლებს საბაზისო, ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად (რომელიც მომავალში, თავის მხრივ, უნდა გაიზარდოს), შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შევთავაზოთ. მეტი მეტისთვის – მეტი შედეგისთვის სკოლამ მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს და ეს პედაგოგების ხელფასებზე გარანტირებულად, დამატებით უნდა აისახოს. წარმატებული მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში, კლასგარეშე აქტივობებში და პროგრამებში, შემდეგ ეტაპებზე კარგ შედეგს აჩვენებს, დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს სკოლებისთვის. სკოლებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დავამუშავოთ შედეგების შეფასების პროცესი და სისტემა,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები