LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს

104

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამ ეტაპზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტი უწყებასთან მუდმივად თანამშრომლობს.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა პროკურატურამ, პარლამენტის თავმჯდომარემ. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა შს სამინისტროსთან და მინისტრთან რეფორმებთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა შედგა. პარლამენტი მთავრობასთან ურთიერთობს და ეს არის ნორმალური სამუშაო რეჟიმი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, მისვლას ითხოვს.

შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, აცხადებს, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია. ხუციშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ასახულია პაატა პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს დაკავების პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები