LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებული საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება და ის უფრო დემოკრატიული გახდება

31

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებული საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება და უფრო დემოკრატიული გახდება.

,,პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამართა კონსულტაციები უმრავლესობის შიგნით ფრაქციებთან, მათ შორის მაჟორიტარებთან. იყო განხილული საკონსტიტუციო ცვლილებები და სესიები, რომელიც უნდა მიეძღვნას კონსტიტუციის პირველ და მეორე მოსმენას. რაც შეეხება საარჩევნო მოდელს, არსებული საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება უფრო დემოკრატიულით. ამასთან დაკავშირებით არსებობს საერთო შეთანხმება. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, საარჩევნო მოდელი, რომელიც ახალ კონსტიტუციაში დღეს არის წარმოდგენილი და რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა ბონუსის ზღვართან და ვადებთან დაკავშირებით, საბოლოო შეთანხმებული პოზიცია იქნება გაჟღერებული მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნები ოფიციალურად გახდება ჩვენთვის ცნობილი. ეს მოხდება მიმდინარე წლის ივნისის მეორე ნახევარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები