LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის მამა ექსპერტიზის პასუხების გაცნობას ითხოვს

41

არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა, მისი შვილის ცხედრის ექსპერტიზის შედეგების გაცნობა მოითხოვა. მას აინტერესებს, თუ რატომ არ დადო აქამდე შუალედური დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ.

გიორგი ტატუნაშვილისთვის თქმით, მის შვილზე ძალადობის ფაქტები ზედაპირულადაც ჩანს.

“ტელეფონში მაქვს სურათები გადაღებული, შუბლზე ნატყვიარიც ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არაა და ხელები დაჩეჩქვილი და დამტვრეული ჰქონდა, ხელმეორედ აწყობილი თითები. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები, მაინტერესებს, რატომ არ დადო შუალედური დასკვნა სამხარაულის ბიურომ. ვითხოვთ ექსპერტიზის შედეგების გაცნობას,” – აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი.

მისივე თქმით, ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალურ სარჩელს შეიტანს.

როგორც პრეკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ოჯახის ადვოკატი სარჩელს უკვე ამზადებს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.  მისი ცხედარი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტატუნაშვილს ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს, რის გამოც მისი ექსპერტიზა გაჭიანურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები