LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაში დაიბარეს

49

არჩილ ტატუნაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი 16 აპრილს, 11:00 საათზე, მცხეთის პროკურატურაში დაიბარეს. გივი ტატუნაშვილისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. ამასთან, მისთვის ასევე უცნობია, თუ რატომ ვერ მიიღო ოჯახმა ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხები.

„არაფერი ვიცი, ორშაბათს გავარკვევ“, – განაცხადა გივი ტატუნაშვილმა. 

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები