LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ილია მეორე მიუსამძიმრებს

87

წილკანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან. ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებს. ადგილზე უკვე იმყოფებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ილია მეორე უახლოეს საათებში ჩავა წილკანში.

ამ დროისთვის წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდია. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიოჯახს უსამძიმრებენ. ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები