LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

80

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ, სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში მივიდა. მთავრობის მეთაურმა ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა.

პრემიერთან ერთად ტატუნაშვილების სახლში, სამძიმარზე იმყოფებიან ვიცე პრემიერი მიხეილ ჯაანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ იქამდე წილკანში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მიუსამძიმრა. უწმინდესმა გარდაცვლილი სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

ტატუნაშვილის სახლთან იმყოფება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. სახლთან ასევე აღმართულია საქართველოს დროშა.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები