LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

13

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დასამტკიცებლად მტკიცებულებები არ გააჩნია, რასაც მოგვიანებით პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მტკიცებულებების სტანდარტი სასამართლომ გაიზიარა, რაც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების სახით არსებობს, როგორც მოწმეთა, დაზარალებულთა, ასევე ოპერატიული მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციები, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულება ჩაიდინეს დანაშაული, ისინი მონაწილეობდნენ იოსებ პავლიაშვილის, ლევან ქუტაშვილის და არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, არჩილ ტატუნაშვილის წამების დახმარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები