LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არდადეგებზე სანახავი 10 ფანტასტიკური კომედია

4879

არდადეგები საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ჩაუსხდეთ საყვარელ ფილმებს. ჩვენ შევარჩიეთ 10 საოცარი კინოკომედია, რომელიც უდაოდ გაგიუმჯობესებთ განწყობას და დასვენების დღეებსაც დაუვიწყარს გახდის.

 

უიღბლონი

სიუჟეტის მიხედვით, რუბი ფულს იპარავს და ციხეში ხვდება, სადაც ის ქვენტინს გაიცნობს. ეს უკანასკნელი ბედნიერია ახალი მეგობრის შეძენით. თავად რუბის კი ახალი მეგობარი არ მოსწონს. ამჯერად მათი ამოცანაა შეიმუშავონ ციხიდან გაქცევის იდეალური გეგმა. ფილმში მთავარ როლებს ჟერარ დეპარდიე და ჟან რენო ასრულებენ.

ქერათმიანი ადვოკატი

ფილმი ქერათმიან ლამაზმანზე მოგვითხრობს, რომელიც ყველა სტერეოტიპს არღვევს. რიზ უიზერსფუნის გმირი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ქერა ქალბატონსაც შეუძლია ჩაირიცხოს ყველაზე პრესტიჟულ იურიდიულ ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა დასცინის, გოგონა მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს.

მე და ჩემი აჩრდილი

ფილმი 9 წლის გოგონებზე გვიყვება, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ამანდა ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, რომელიც უპატრონოთა თავშესაფარში ცხოვრობს, ხოლო ალისა მდიდარ ოჯახში იზრდება. გოგონები ზაფხულის ბანაკში შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს და გადაწვეტენ ადგილები გაცვალონ.

ხაფანგი მშობლებისთვის 

ჰოლი და ენი ტყუპები არიან, რომლებიც ცალ-ცალკე იზრდებიან და ერთმანეთის არსებობის შესახებ არფერი იციან. გოგონები ერთმანეთს საზაფხულო ბანაკში ხვდებიან და სიმართლეც მაშინ ირკვევა. დები გადაწყვეტენ გაცვალონ ადგილები და შედეგად შეარიგონ დიდი ხნის წინ დაშორებული მშობლები. ფილმში მთვარ როლს ლინდსი ლოჰანი ასრულებს და ის აუცილებლად ოჯახთან ერთად უნდა ნახოთ.

ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი

პორტოკალოსების დიდი ოჯახი საცხოვრებლად საბერძნეთიდან ამერიკაში გადადის. ოჯახისთვის ტრადიციები პირველ ადგილზეა. 30 წლის ტულა კი ამ ტრადიციებს თავდაყირა აყენებს, როცა ბრიტანელ მამაკაცს გაიცნობს და მასზე დაქორწინებას გადაწყვეტს. ოჯახი ყველანაირად ცდილობს ქორწილმა ბერძნული ტრადიციების შესაბამისად ჩაიაროს.

გულების მტეხველნი

მაკს და ფეიჯ კონერსები დედა-შვილი არიან, რომლებიც თაღლითობის გზით მილიონერ მამაკაცებს ატყუებენ.  თაღლითი ქალბატონები მორიგ აფიორას ამზადებენ და თავად აღმოჩნდებიან ხაფანგში. ფილმში მთავარ როლებს სიგურნი უივერი და ჯენიფერ ლავ ჰიუიტი ასრულებენ

პატარძლების ომი

ფილმი საუკეთესო მეგობრებზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ემტერებიან იმის გამო, რომ ქორწილი ერთ დღეს დაიგეგმა. უთანხმოება ნამდვილ ომში გადაიზრდება და დათმობაზე წასვლას არავინ აპირებს. როგორ შერიდგებიან ენი ჰეთეუეისა და ქეით ჰადსონის გმირები უკვე ფილმის სიუჟეტიდან გაიგებთ.

თუ დედამთილი ურჩხულია

შარლოტა, რომლის როლსაც ჯენიფერ ლოპესი ასრულებს,  ერთ დღეს ოცნების მამაკაცს გაიცნობს და მასზე დაქორწინებას გადაწყვეტს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ურჩხული დედამთილი, რომელსაც შვილის საცოლე არ მოსწონს. ჯეინ ფონდას გმირი თავს არ ზოგავს, რათა მოახლოებული ქორწილი ჩაშალოს. შარლოტა იძულებული ხდება ყველა შესაძლო გზით მოარჯულოს საყვარელი მამაკაცის დედა.

უცნაური პარასკევი

ტეს კოლამს საოცარდ უჭირს 15 წლის ქალიშვილთან საერთო ენის გამონახვა. დედას საოცარდ არ მოსწონს გოგონას მუსიკალური გემოვნება. 15 წლის ანა კი ვერ იტანს დედის ახალ შეყვარებულს. ერთ მშვენიერ დღეს კი დედა-შვილი ერთამენთს ენაცვლებიან.

შეხვედრა მშობლებთან

გრეკ ფაკერს სურს თავის შეყვარებულზე დაქორწინდეს, თუმცა იქამდე გოგონას მამა, დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი უნდა გაიცნოს. გრეკს კარგი შთაბეჭდილების მოხდება სურს, თუმცა საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე მას წარმოუდგენია. ფილმი ბენ სტილერისა და რობერტ დენიროს მონაწილეობით გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები