LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არევაძემ გირგვლიანის საქმის განმხილველ მოსამართლეზე ღრმა საფლავი გაითხარა – გიორგი მშვენიერაძე

89

“მოსამართლე არევაძემ უფრო ღრმა პროფესიული საფლავი გაითხარა, ვიდრე გირგვლიანის საქმის განმხილველმა მოსამართლე ჩემიამ,”- ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, ბევრისთვის შესაძლოა შეწყალების საქმეზე პრეზიდნეტის მსჯავრდება პირადად სააკაშვილის მიუღებლობის გამო სასიხარულო, ან მინიმუმ არსაწყენი ამბავია, მაგრამ დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კედლის გამოცლაა.

“გარდა იმისა, რომ ცივილიზებული, საერთაშორისო ინსტიტუტების თუ მეგობრების თვალში, თვალსაჩინოდ გამოვამზეურეთ ჩვენი სამართლებრივი განუვითარებლობა და მარტივი კონსტიტუციური პრინციპებისადმი უპატივცემულობა, ასევე დღეიდან უკვე ვიცით, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა, ამას გადაწყვეტს არა პრეზიდენტი, არამედ პროკურატურა და სასამართლო, რადგან მათ უკვე პრეცედენტულად შეუძლიათ შეაფასონ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. არა და შეწყალების უფლებამოსილების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, სწორედ შეწყალების გამოყენებით პროკურატურისა და სასამართლოს პრაქტიკასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა,”- წერს გიორგი მშევნიერაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები