LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინაში ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს მედროშე 3X3 კალათბურთელი იყო

148

დღეს, გამთენიისას, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მე-3 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელზეც ცალკე სახეობად პირველადაა წარმოდგენილი 3X3 კალათბურთი.

სწორედ 3X3 კალათბურთია ერთ-ერთი ის სახეობა, რომლებშიც ქართველები მონაწილეობენ.

პირველად, ისტორიაში, სათამაშო სახეობაში ოლიმპიადაზე ქართველებით დაკომპლექტებული ნაკრები ითამაშებს.

გახსნიც ცერემონიალის დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მედროშე 3X3 კალათბურთელთა ნაკრების წევრი, ლუკა მაზიაშვილი გახლდათ.

ცერემონიალი ქალაქის ცენტრში, ცნობილ ობელისკთან გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ჩინეთთან, სლოვენიასთან, იორდანიასთან და თურქემენეთთან.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაიცავენ: ოთარ პერტაია, ლაშა მიქელაძე, ლუკა მაზიაშვილი და ზურაბ ჟღენტი. საქართველოს ნაკრების დელეგაციაში ასევე არიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი – გიგა გურგენიძე.

ოლიმპიადა უკვე დაიწყო, ხოლო საკალათბურთო ტურნირი სტარტს 7 რიცხვიდან აიღებს.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები