LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინაში მატჩის დროს გულშემატკივარი მოკლეს (ვიდეო)

43

არგენტინელი ფანი საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას მოკლეს. არგენტინის მე-20 ტურის მატჩში ”ბელგრანოსა” და ”ტალერესს” შორის ფანების გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცს და ტრიბუნიდან ჩამოაგდო. დაზარალებული მიღებული ტრავმებისაგან საავადმყოფოში მიყვანიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძელი გუნდის ფანები ემანუელ ბალბოს თავს იმის გამო დაესხნენ, რომ მას ჰქონდა ტატუები ”ტალერესის” სიმბოლიკით, რამაც ”ბელგრანოს” ფანები გააღიზიანა. თუმცა აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებს გარდაცვლილის მამა, რომელმაც The Sun-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, მანუელს ტატუები არ ჰქონია და მკვლელობის მოტივი არასაფეხბურთოა.

რაულ ბალბოს თქმით, ხუთი წლის წინ მისი მეორე შვილი მოკლეს, ემანუელმა კი სტადიონზე ძმის მკვლელი იცნო, რასაც მოვლენების ტრაგიკულად განვითარება მოჰყვა.

არგენტინის პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე უკვე დააკავა 4 ადამიანი, რომელთა სრული სიმკაცრით დასჯასაც გარდაცვლილის ოჯახთან ერთად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაც ითხოვს.

ბოლო მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე არგენტინის სტადიონებზე ფანების კონფლიქტებსა და შეხლა-შემოხლას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

https://www.youtube.com/watch?v=EhlxwWWH0j4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები