LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან თუ არა მზად საწარმოები ციტრუსის სეზონისთვის

45

საქართველო ციტრუსის სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მიმდინარე წელს რეგიონში 55 – 60 ათასი ტონა ციტრუსის წარმოებას პროგნოზირებენ.

ამასთან, 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაღვრა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები მზად არიან.

ამის შესახებ აჭარის ა.რ თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლაშა კომახიძის რეგიონის მეციტრუსე ფერმერებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი,

შეხვედრაზე სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. ფერმერებსა და მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორენოვანი სარეკლამო რგოლიც წარუდგინა. რგოლი იმ ქვეყნებში გასავრცელებლად შეიქმნა, რომლებიც რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინის, ბელარუსიის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პარალელურად, წელს პირველად მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.

ციტრუსოვანთა მოსავლის რეალიზაციის მაღალ დონეზე ორგანიზების, საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციისა და რეგიონში წარმოებული ციტრუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეხვედრებს უკვე მართავს უკრაინის, ბელარუსიისა და ყაზახეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. სპეციალურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე http://citrus.moa.ge/ დაინტერესებულ უცხოელ ექსპორტიორებს შეეძლებათ გაიგონ დეტალური ინფორმაცია წარმოებული ციტრუსის და მისი ტრანსპორტირების თავისებურებებთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები