LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდეს პირველი ფოტოები მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ

360

22 მაისს, 22:35 საათზე ბრიტანეთში, „მანჩესტერ არენაზე“ ტერაქტი მოხდა, სადაც არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა. მოგვიანებით მომღერალმა „ტვიტერზე“ ამ ტრაგედიას პოსტი მიუძღვნა და დაწერა, რომ შეძრწუნებულია, მომხდარის გამო სიტყვები არ ჰყოფნის და ამ ამბავს ძალიან განიცდის.

პოპ-ვარსკვლავი პაპარაცებმა სამშაბათს, ფლორიდაში დააფიქსირეს, როდესაც გრანდე პირადი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა. ადგილზე მას ბოიფრენდი მაკ მილერი ელოდებოდა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, გრანდე დამწუხრებული და შავებში იყო ჩაცმული, ხელში კი საყვარელი სათამაშო ეჭირა. მილერი ცდილობდა, საყვარელი გოგოსთვის მიღებული სტრესი შეემსუბუქებინა და გრანდეს ეხუტებოდა და კოცნიდა.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 119 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები