LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? – კახა კალაძე ნუგზარ ჭონქაძეზე

70

“რატომ, რა დააშავა?” –  ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ის ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურის მოხსნას.

ოპოზიცია ჭონქაძეს ჰომოფობიური განცხადებების გამო აკრიტიკებს, რის საპასუხოდაც  კალაძემ უპასუხა, რომ “სისხლიანი რეჟიმის” წარმომადგენლებისგან მსგავსი შენიშვნები უხერხულია”.

“ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო „პროგრესბანკის“ უსაფრთხოების სამსახურში. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორცილდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი შეხსენებას, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს,” – განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები