LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი არ იყო მშენებლობების განხორციელება და დღეს გადაყვანილია რეკრეაციულში და პირიქით – კალაძე

82

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში არის ადგილები, რომელიც რეკრეაციული იყო და გენგეგმით სამშენებლო არეალში გადავიდა და არის ადგილები, სადაც პირიქით მოხდა.

ასე გამოეხმაურა მერი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ახალი გენგეგმის მიხედვით, კრწანისსა და ვარკეთილში არსებული სარეკრეაციო ზონები საცხოვრებელ ადგილებად გადაკეთდა.

“გენგეგმაში ძალიან ბევრი ცვლილებაა. არის კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი არ იყო მშენებლობების განხორციელება და დღეს გადაყვანილია რეკრეაციულში და პირიქით, არის ადგილები, რომელიც იყო რეკრეაციული და გადაყვანილია სამშენებლო არეალში. ეს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის კონცეფციაა. ზონების ცვლილებებას რაც შეეხება, დაახლოებით 4 მლნ კვადრატულ მეტრამდე სამშენებლო ზონები არის გადაყვანილი რეკრეაციულ ზონებში. ეს ნორმალური პროცესია. 2009 წლის გენერალურ გეგმაში იყო ხარვეზები, მოცემულობა ყოველთვის იცვლება და ახალ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა რაღაცები შეცვალა,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები