LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის მკვეთრი დარღვევები, რომლებიც აუცილებლად აისახება დასკვნაში – ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე

37

“გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან შეინიშნებოდა მკვეთრი ხასიათის დარღვევები, რომლებიც აუცილებლად აისახება დასკვნაში, რომელსაც სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მამა გიორგი მამალაძის საქმის დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ ეს პროცესი სრულად ყოფილიყო დახურული. მხოლოდ რამდენიმე, მაქსიმუმ 1 ან 2, სხდომა იყო ისეთი, სადაც შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციის გამო, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, სხვა შემთხვევაში კი ამის საჭიროება ვერ დავინახეთ. იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს ყველა ხარვეზს და დარღვევას, რომელიც საქმეში დაკავების დღიდან არსებობდა და, ამის გათვალისწინებით, განაჩენი იქნება შესაბამისად სამართლიანი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდებული გიორგი მამალაძე დასკვნითი სიტყვით უნდა წარსდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები